2025 წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.44 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 83 მილიონი ლარი).
ამასთან, 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.
2025 წლის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკის საშუალო მოცულობა 85.6 ათასი ლარია, მაშინ როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი 72.4 ათასი ლარი იყო. ეს ერთის მხრივ უძრავი ქონების გაძვირებით, მეორეს მხრივ კი სებ-ის მიერ პირველადი შენატანის მოცულობის შემცირებით არის განპირობებული. თუკი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებ-მა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა, შესაბამისად შესაძლებელი გახდა ბინის ღირებულების 90%-ის კრედიტით დაფარვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სებ-მა იპოთეკური სესხების რაოდენობის კლების შესაჩერებლად მიიღო. თუმცა, ამის მიუხედავად წელს იანვარ-ივლისში ბანკების მიერ 4,076-ით უფრო ნაკლები იპოთეკა გაიცა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…